მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LVMH-ი Tiffany-ის აქციების შეძენას საფონდო ბირჟის გავლით არ განიხილავს

5ed8c1e69ff36
ნათია თაქთაქიშვილი
04.06.20 23:20
1199
LVMH-ის განცხადებით, კომპანია Tiffany-ის აქციების შეძენას საფონდო ბირჟის გავლით არ გეგმავს, რის შედეგადაც ფრანგული ძვირად ღირებული ბრენდების მფლობელი ჯგუფი მსოფლიოში ცნობილი საიუველირო კომპანიის შეძენას იმაზე ნაკლებ თანხად შეძლებს, ვიდრე ეს გასული წელის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულებით არის ნაგულისხმევი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო გარიგების ღირებულების დაკორექტირებას განიხილავს, მას შემდეგ რაც მის ბიზნესს მძიმე დარტყმა მიადგა კოროვირუსის პანდემიის გამო.

ფრანგული კომპანიის განცხადებით, საბჭოების შეხვედრა მიმდინარე კვირაში იგეგმება. ამ ეტაპზე უცნობი რჩება, კიდევ რა სტრატეგია შეიძლება განხორციელდეს გარიგების ღირებულების შესამცირებლად.

როგორც გამოცემა წერს, გარიგების მიხედვით ბერნარ არნოს Tiffany-ის თითო აქციაში 135 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, ხოლო თუ აქციების შეძენას საფონდო ბირჟის გარეშე შეძლებს, მას საიუველირო კომპანიის თითო აქციაში 114 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში დადებული გარიგების ღირებულება 16,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.