მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

M2 group: სასტუმროების პროექტები დაპაუზებულია

5ef6f60fbe984
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.20 11:30
882
M2 group-ის თანადირექტორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, სასტუმროების მშენებლობის პროექტები დაპაუზებულია, მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ მან გადაცემა BMG Lunch-ში განაცხადა.

“სასტუმროების პროექტები დაპაუზებულია, სანამ არ გაირკვევა ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა. მეორე მხრივ, საქართველო საკმაოდ კარგად ებრძვის ვირუსს, ამიტომ შესაძლებელია, ეს გამოვიყენოთ და მოვიზიდოთ უფრო მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტები, რაზეც სამუშაოა. მაგრამ ამის შესაძლებლობას ვხედავ...

12 პროექტს ვაკეთებდით საქართველოს მასშტაბით. აქედან 2 სასტუმროს გახსნა მოვასწარით გუდაურში და თბილისში, მესამეც უნდა გაგვეხსნა კრიზისამდე. შემდეგ კორექტივებები გამოიწვია კრიზისმა.

სამწუხაროდ, დღეს გამიჭირდება ამ პროექტებზე საუბარი, არანაირი ხედვა არ გვაქვს, საით წავა ეს ინდუსტრია და როდის აღდგება ტურისტული სექტორი.

1000 ახალ ნომერზეა საუბარი და ამას სჭირდება 2019 წლის ტურისტული ნაკადების აღდგენა, ამ მასშტაბზე როდის გავალთ, ძალიან ძნელია პროგნოზი”,- ამბობს ირაკლი ბურდილაძე.