მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

m2 იპოთეკურ სესხებზე რეგულაციის შერბილებას ელოდება - ბიზნესის არგუმენტები

5db01c4c1e8c5
თელარა გელანტია
23.10.19 13:21
1317
კომპანია m2 გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე იპოთეკური სესხების მიმართულებით ე.წ. საბანკო რეგულაციების შერბილებას ელოდება.

როგორც ბურდილაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მუდმივი კონსულტაცია მიმდინარეობს შესაბამისი უწყებებთან და მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც.

„ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ ის ბალანსი, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს მსესხებლების ინტერესებს და მეორე მხრივ, არ გააჩერებს და ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას. ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ იპოთეკური სესხების კუთხით, ჩვენ ველით, რომ მოხდება რეგულაციების შერბილება, რადგანაც დღეს ის საკმაოდ მკაცრია“, - აღნიშნა ბურდილაძემ და გამოყო ის ორი მიმართულება, სადაც შებრილების შესაძლებლობას და საჭიროებას ხედავს.

„ერთი მიმართულებაა უშუალოდ ბანკის და მსესხებლის ურთიერთობა ანუ ე.წ. PTI კოეფიციენტის თემა, თუმცა ამას გარდა, არის მეორე ნაწილი, როდესაც დეველოპერი ახორციელებს მშენებარე პროექტს, ამ გამკაცრებული რეგულაციებით იპოთეკური სესხების გაცემა კიდევ უფრო პრობლემატური ხდება. ჩვენ საუბარი გვაქვს ე.წ. პროექტის შეკვრისთვის საჭირო რეგულაციის შერბილებაზე, რათა ბანკებს საშუალება მიეცეთ, რომ თუნდაც ამ გამკაცრებული რეგულაციით გასცენ სესხები“, - განმარტა ირაკლი ბურდილაძემ.