m2-ის ჯგუფის კიდევ ერთი ახალი პროექტის “თეთრი კვადრატის” შესახებ “საქმიან დილაში” პროექტის გენერალურმა დირექტორმა შორენა დარჩიაშვილმა ისაუბრა.
როგორც დარჩიაშვილი განმარტავს, ახალი პროექტის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია, ხოლო მისი შექმნის მიზანი სეგმენტის გაფართოვება და გადახდის თვალსაზრისით მეტი მოქნილობის შეთავაზებაა.
“როგორც იცით, m2-ის ჯგუფში ორი დეველოპერული ხაზი შედის, რომელიც ბინებს დასრულებული რემონტით ავითარებს და ეს მიმართულება დღეს m3-ის პროექტით არის წარმოდგენილი. ხოლო ინოვაციური პროდუქტი, რომელიც კომპანიამ 2020 წლის დასაწყისში შექმნა არის პროდუქტი თეთრი რემონტით, რომელიც წარმოდგენილია სამი უბნით, თეთრი კვადრატის დეველოპერული ხაზით. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ძალიან დიდი არჩევანი აქვს, მას შეუძლია ოთხ სხვადასხვა უბანში მისთვის სასურველი ბინა აირჩიოს.
ჩვენი ახალი ბრენდი – ბინა თეთრი რემონტით უფრო ფართო სეგმენტისთვის არის განკუთვნილი და მეტად ხელმისაწვდომია. შესაბამისად მომხმარებელს გარდა იმისა, რომ შეუძლია შეარჩიოს ფასი, ადგილმდებარეობა, ბინა და მისი ზომა, ამას ჩვენი აქცია და სახელმწიფო სტიმულირების პროგრამა დაემატა. ყველაფერმა ერთად, კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა ამ ბინების შეძენა.
სუბსიდირებით ყოველთვიური გადასახადი კიდევ უფრო შემცირდა და გაყიდვებმაც წარმატებული შედეგი აჩვენა", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც “თეთრი კვადრატის” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ახალი პროექტი ამჟამად ძირითადად სამ უბანზეა წარმოდგენილი: საბურთალოზე, დიდუბეში და ნაძალადევში.
“ახალ პროექტზე თანამონაწილეობის გარეშე შიდა განვადების გაკეთება მშენებლობის დასრულებამდეც შესაძლებელია, ასევე თუ ჩვენ სუბსიდირებაზე ვისაუბრებთ, რომელიც დეკემბრის ბოლომდე მოქმედებს, გადახდა თვეში 650 ლარიდან შესაძლებელი", - განმარტა შორენა დარჩიაშვილმა.
“თეთრი კვადრატის” გენერალური დირექტორი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ 10 სექტემბრიდან სოციალურ ქსელში ემიგრანტებისთვის სიახლეების შეთავაზება მოხდება. ხოლო ახალი პროექტის დაანონსება სექტემბრიდან იგეგმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო