მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

M2: სამშენებლო სექტორში კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა

5da058ed0a56e
თელარა გელანტია
11.10.19 14:25
1041
დეველოპერული კომპანია M2-ის გენერალური დირექტორის ირაკლი ბურდილაძის შეფასებით, სამშენებლო სექტორში კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.

ამის შესახებ ბურდილაძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

"სამშენებლო სექტორში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კადრების ნაკლებაა , რასაც ჩვენ წავაწყდით და ამ მიზნით, მთავრობასთან ერთდ ზესტაფონში გავხსენით სამშენებლო კოლეჯი და იქ ორი ნაკადი უკვე გამოვუშვით, თუმცა ძალიან მძიმედ მიდის პროცესი. ერთის მხრივ, ჩვენგანაც გარკვეუწლილად მეტი აქტიურობაა საჭირო რომ გავაპიაროთ კოლეჯი, მაგრამ მოსახლეობის მხრიდანაც ისეთი ინტერესი არაა, როგორსაც ველოდით", - განაცხადა ბურდილაძემ.