11.ოქტომბერი.2018 13:42
საზოგადოება

M2: სებ-ის ახალ რეგულაციებს ბაზარზე გავლენა ექნება

M2: სებ-ის ახალ რეგულაციებს ბაზარზე გავლენა ექნება
M2-ის გაყიდვებში იპოთეკური სესხების წილი 50-60 %-ია და როგორც „m² უძრავი ქონების“, გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით BMG-სთან კომენტარში აღნიშნავს პირველი ნომბრიდან ასამოქმედებლი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ბაზარს დააკორექტირებს.

"რაც უფრო დაბალია სეგმენტი განვადების წილი შესყიდვებში მცირდება და იპოთეკის წილი იზრდება, თუმცა ჩვენს შემთხვევაში გასაშუალებული მაჩვენებლით იპოთეკურ შესყიდვაზე დაახლოვებით 50-60% მოდის. ჩვენს გაყიდვებში სესხების 95%, შესაძლოა უფრო მეტიც, შემოსავლების დადასტურებით და ემ კვადრატის თავდებობით, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე გაცემული სესხებია. "- განმარტავს შორენა დარჩიაშვილი.

კითხვაზე, არსებული გაყიდვების სტრუქტურა თუ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 1 ნოემბრიდან ასამოქმედებელი რეგულაციები ზიანის მომტანი არ იქნება, „m² უძრავი ქონება“, გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით იმედოვნებს, რომ ასე მოხდება. თუმცა, აღნიშნავს, რომ ცვლილებებს რომელიც ეროვნული ბანკის მიხედვით საფინანსო სექტორში უნდა ამოქმედდეს გავლენა ექნება.
"ახალ რეგულაციებს ცხადია გავლენა ექნება, ამას გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა გააჩნია რა სეგმენტი იქნება, რა პროექტი იქნება, როგორი შემოსავლების მქონე სეგმენტზე იქნება პროექტი გათვლილი. არის მყიდველი, რომელიც იპოთეკური სესხით ბინის შეძენის გადაწყვეტილებას არა გარდაუვალი აუცილებლობით, არამედ ფინანსური სტრატეგიიდან გამომდინარე ირჩევს. "- განმარტავს შორენა დარჩიაშვილი

21.ივნისი.2019 00:15
135

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ვრცლად
21.ივნისი.2019 00:12
169

აშშ-ს საელჩო:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:55
241

მამუკა ბახტაძე: ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:59
285

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:53
262

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:49
652

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

ვრცლად