მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი: 5%-იანი ზრდა, რომელიც მომავალი წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, საკმაოდ ამბიციურია

5daa07b133289
BM.GE
18.10.19 23:37
742
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისა და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ერთხმად აღიარებულია ის წინსვლა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია რეფორმების ნაწილში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას.


მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ ყველა მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.


„ჩვენი პარტნიორებისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რომ მიუხედავად იმ საგარეო შოკებისა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში გვაქვს ბოლო წლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ 5%-იანი ზრდა, რომელიც მომავალი წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, საკმაოდ ამბიციური და გამბედავია ამ მოცემულობაში. მთავარია, რომ ამ ფონზე, ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ რეფორმების გზიდან. საუბარია, ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც მიმდინარეობს მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში, ასევე, უნდა გაგრძელდეს ინსტიტუციური, ფისკალური თუ სხვა რეფორმები. ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მდგრადად მივყვეთ ამ მიმართულებას და ისინიც გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.