მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი დავოსში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერს სანა მარინს შეხვდა

5e29f05dbe360
BM.GE
23.01.20 23:09
1064
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფინეთის ახალ პრემიერს სანა მარინს შეხვდა. ამის შესახებ თავად მაჭავარიანმა სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე დაწერა და თან ფოტოც გამოაქვეყნა.

„დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ფინეთის ახალ პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან, რომელიც როგორც ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მმართველია მსოფლიოში, ასევე ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია, ვინც კი ფინეთს ჰყოლია.

შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის" მნიშვნელობა და ის ახალი გამოწვევები, რომლის წინაშეც ამ კუთხით ევროპა დგას“, - დაწერა ივანე მაჭავარიანმა.