მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი: განსახილველად გამოვიტანთ პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ

6033de2b2910e
BM.GE
22.02.21 20:36
641
უახლოეს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ განსახილველად გამოვიტანთ მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგნელები, მათ შორის პარლამენტის წევრები.

„რამდენიმე დღის წინ, საკომიტეტო მოსმენაზე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალიზაცია მოხდა ამ თემის, რაშიც, ასევე, დიდია პარლამენტის დამსახურება. უახლოეს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ განსახილველად გამოვიტანთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება სხვადასხვა უწყება. ასევე, მოვიწვევთ პარლამენტის წევრებს. ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შეარჩიოს კანდიდატები. სამუშაო ჯგუფმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მთავარი პრინციპები, რის საფუძველზეც ჩვენ მოვახდენთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.