მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი: გვაქვს ამბიციური გეგმა, 2020 წელს 5%-იან ზრდას მივაღწიოთ

5d91ca9f04661
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.19 13:34
2719
მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. დოკუმენტისთვის მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის რამდენიმე პარამეტრის შესახებ გახდა ცნობილი. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, 2020 წელს სახელმწიფოს აქვს "ამბიციური გეგმა", რომ ქვეყანამ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.

"ჩვენ დავგეგმეთ 2020 წელი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა. ზოგჯერ ამბობენ, რომ 5% არ არის საკმარისი და ჩვენ ორნიშნა ზრდა გვჭირდება, ამას ვუპასხებთ, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონში მიმდინარე პროცესები. იმ პირობებში, როდესაც რეგიონი იზრდება 0.1%-ით, მაშინ საქართველოში 5%-იანი ზრდა ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა.

2020 წელს ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი - 16 მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ამ პირობებში იქნება მიმდინარე ხარჯები 11 მილიარდი ლარი, ინფრასტრუქტურული ხარჯები იქნება 3.7 მილიარდი ლარი, ხოლო ვალის დაფარვის ხარჯები კი 1 მილიარდი ლარი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა 45%", - ამბობს ფინანსთა მინისტრი.