21.მაისი .2020 12:06

მაჭავარიანი იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე: ხვალ მოისმენთ ამის შესახებ

views 1222
უკან

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დამთავრების შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე BMG-ის კითხვაზე, თუ რა სახით გეგმავს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დანერგვას, საპასუხოდ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება. 

"დაელოდეთ, ხვალ მოისმენთ ამის შესახებ,"- თქვა მაჭავარიანმა. 

როგორც ცნობილია, მთავრობა გეგმავს ახალი პროგრამის წარდგენას, რომელიც მოქალაქეების იპოთეკური სესხების თანადაფინანსებას გულისხმობს. პროგრამის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა