მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი ჯანდაცვის რეფორმაზე: ეს სისტემის მდგრადობას და ექიმების კეთილდღეობას უზრუნვლყოფს

5def786fe9757
დავით ჯალაღონია
10.12.19 15:03
1022
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მოსაზრებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმა მომავალ წლებში ამ სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იცით, რომ ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო. დასაწყისში არის სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მჯერა, რომ ეს რეფორმა აუცილებელი იყო და საბოლოო ჯამში, როგორც სექტორი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო გავა იმ სწორ მოდელზე, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ამ ჩვენი სისტემის მდგრადობას მომავალი წლების განმავლობაში, მათ შორის ეფექტურობის ზრდას და ალბათ, ექიმების კეთილდღეობას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

აქვე, მინისტრმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, 2020 წელს ჯანდაცვის სფეროში ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებულ რესურსებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანმა განმარტა, რომ 2020 წელს სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტები ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოექცევა და ამ ინსტიტუციებში დასაქმებულთა (8 ათასამდე მოქალაქე) ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის გეგმასთან შედარებით 384.6 მლნ ლარით იზრდება, ხოლო პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 16 მლნ ლარით გაიზარდა და 4 მლრდ 363 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.2%-ია.