19.სექტემბერი .2019 19:20

მაჭავარიანი NDI-ს კვლევაზე: მაგ კვლევის სიზუსტეზე კომენტარს არ გავაკეთებ

views 254
უკან

"მაგ კვლევის სიზუსტეზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, შესაძლოა ზუსტია, შესაძლოა – არა", -  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაცილებით ზუსტ კვლევებს სტატისტიკის დეპარტამენტი და ასევე სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ, რაც გაცილებით უფრო ხარისხიანი და აპრობირებულია.

"როდესაც საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობაზე და სხვა პარამეტრებზე, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის შეფასება ხდება, რასაკვირველია, ჩვენ ეს პარამეტრები გაცილებით უფრო ზუსტი გვაქვს. მონაცემები გვაქვს, ბევრად უფრო ზუსტი დარგების, სეგმენტების და პროდუქტების მიხედვით.

ამ ტიპის კვლევები განწყობებს უფრო გამოხატავს, რომელიც ასევე გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია. თუკი განწყობებში არის ცვლილება, ეს ხელისუფლების მიერ გასათვალისწინებელია და ამან მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ იმ განწყობებით დავგეგმოთ ეკონომიკა. ჩვენ იმ ზუსტი ინფორმაციით და იმ კვლევებით დავგეგმავთ, რომელიც ბევრად უფრო მაღალპროფესიულ დონეზეა", - განმარტა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა