მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი: სამინისტროების გაყოფა, მე როგოც ვიცი, არ იგეგემება

5d834f90e6354
ელენე გოგბერაშვილი
19.09.19 14:00
1515
"სამინისტროების გაყოფა, მე როგოც ვიცი, არ იგეგემება", - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საზოგადობაში გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების, ასევე განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის მიმართულებების შესაძლო გამოყოფასთან დაკავშირებით.

მინისტრი არ გამორიცხავს, თუ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს ექნებათ არგუმენტები, სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება იქნას მიღებული, თუმცა მისი პირადი აზრია, რომ სამინისტროების გაყოფა არ უნდა მოხდეს.

"სამინისტროების გაყოფა, მე როგოც ვიცი, არ იგეგემება. ერთადერთი საუბარი იყო კულტურაზე. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გადაწყვეტილება იქნება გუნდური რასაკვირველია.

ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, არ უნდა გაიყოს არცერთი სამინისტრო, თუმცა არის სპეციფიკა, თუ კონკრეტული დარგის და თუ კონკრეტული სპეციალისტები დაამტკიცებენ და მათი არგუმენტები წონადი იქნება, ამის გადახედვაც შეიძლება, მაგრამ ჩემი განწყობაა, რომ არ უნდა გაიყოს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.