ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის აზრით, ეროვნულ ვალუტაში 200–ათასი ლარის ფარგლებში სესხების გაცემასთან დაკავშირებით დაწესებულ ლიმიტს ამ ქვეყნისთვის ტრაგიკული არაფერი მოუტანია.
"ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდებს, განსკაუთრებით ბოლო 4-5 თვის განმავლობაში – 5%–ზე ზემოთ არის. კითხვა რომ ისმება – შეაფასეთ რეგულაციის შედეგები, წელიწადია თითქმის გასული და მაშინ ეს უნდა ასახულიყო ეკონომიკურ ზრდაზე, მოთხოვნის შემცირების გზით, თუმცა აქ მე ვიცი, რომ ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით შემსუბუქებას გეგმავს. ერთმნიშვნელოვნად არ ვემხრობოდი ამ საერთო ქოთანში იპოთეკური სესხების და მასზე დაკავშირებული რეგულაციების ჩადებას", – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე განმარტა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს 200–ათას ლარიანი ზღვარის შემცირებამ.
"ერთის მხრივ, ამ ჩამოწევამ მოკლე ვადაში შეიძლება, ცოტა დაასტაბილუროს დოლარის მიწოდება ბაზარზე, მაგრამ ეს ვერ იქნება ძალიან მასიური. მეორეს მხრივ, სამომავლო რისკებს მაინც უტოვებს იმ ადამიანებს, ვინც 10-20 წლის განმავლობაში უნდა ისტუმრონ იპოთეკური სესხები. ეს სამომავლო წლებში დოლარზე ზეწოლას უნარჩუნებს, შესაბამისად ეს ლარიზაციის საკითხია. აქ ვიმსჯელოთ, გახსნილი ვართ ამაზე, შევხედოთ", – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ რეგულაციებს, მინისტრს არ სურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს უშუალოდ რეგულატორის ფუნქციაა და მაჭავარიანს "არ უნდა ჩარევა გამოვიდეს".
"მე შეგახსენებთ, ერთ–ერთი საკომიტეტო მოსმენის დროს ვთქვი, რომ ჩემი აზრით, საფინანსო სისტემას უფრო მსხვილ ჯავშანს ვადებთ, ვიდრე ყუმბარების ზომაა, რომელიც შეიძლება, თეორიულად ჩამოვარდეს–მეთქი ამ სფეროში. ანუ, ცოტა ზედმეტი მგონია–თქო, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციაა და უნდა ვცეთ პატივი", – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენალურ სესიაზე "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გამოსვლა მიმდინარეობს. სწორედ ამ სესიაზე დეპუტატებმა მინისტრს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა მთავრობა მის მიერ შემოღებული საბანკო რეგულაციების გადახედვას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი