მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GIZ-ის ორგანიზებით "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" კონფერენცია იმართება

6335b9fc4e631
BM.GE
29.09.22 20:40
697
სასტუმრო „ჰუალიგში“ დღეს და ხვალ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით პროგრამის - „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ორდღიანი კონფერენცია იმართება.

GIZ-ის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას 60-მდე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.

აღნიშნული პროგრამა საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და სომხეთში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით ხორციელდება.

ეს სოლიდური პროექტი თავისი კონცეფციით და შინაარსით მდგრად და ინკლუზიურ ადგილობრივ განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შიდა და გარე შესაძლებლობების განვითარება, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება, მათ შორის კავშირების დამყარება, საერთო გამოწვევების განხილვა და სხვადასხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საგრანტო პროექტების შემუშავება.

ორდღიანი კონფერენცია ოფიციალურად GIZ-ის პროგრამის დირექტორმა დოქტორმა თომას მაიერმა გახსნა, რომელმაც ხაზი ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და მნიშვნელოვან როლს გაუსვა.

მისი თქმით, ყველა იმ სფეროში, სადაც BMZ-ის მხარდაჭერით GIZ საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს, - როგორიცაა მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება, სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით GIZ-ს თავისი მრავალმხრივი წვლილი შეაქვს აღნიშნული სექტორის ზოგად განვითარებაშიც.

პროექტის გახსნითი შეხვედრაზე კონფერენციის ფარგლებში პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ხელმძღვანელმა დოქტორმა თომას მაირმა და ადგილობრივმა კოორდინატორებმა განიხილეს აღნიშნული პროგრამის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და აქცენტი გააკეთეს ამ პროცესში რეგიონულ დონეზე სწავლებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ამასთან, პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) ადგილობრივი და რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებათა კვლევის საინტერესო შედეგები წარმოადგინა , რომლის საფუძველზეც კონფერენციის მონაწილეები სამუშაო რეჟიმში შესაძლებლობების განვითარების მიდგომებსა და პერსპექტივებს განიხილავენ.