10.სექტემბერი .2019 00:30

„Made in Africa“ - მადაგასკარში რომის პაპისთვის ავტომობილი გამოუშვეს

views 317
უკან

რით გადაადგილდება რომის პაპი, მადაგასკარში ოფიციალური ვიზიტისას?- Madagas-CAR-ით.


შეიძლება თავდაპირველად, ხუმრობასავით ჟღერდეს, თუმცა რეალობაა. პარასკევს ოფიციალური ვიზიტით აფრიკულ სახელმწიფოში ჩასულ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს სპეციალურად მისთვის დამზადებული ავტომობილი დაახვედრეს.



აქამდე პონტიფიკოსი "მერსედესით’’, "ფორდით’’ ან კიდევ "ფიატით’’ გადაადგილდებოდა, ექსკლუზიურად მისთვის გამოშვებული, ადგილობრივი მწარმოებლის Karenjy-ს ავტომობილი ’’პაპამობილი’’ ვიზუალითაც გამორჩეულია.






ავტომობილის საფეხურებზე წითელი ხალიჩა მოფენილი, შუა სკამი კი, რომელიც პაპისთვის არის განკუთვნილი, მოძრავია. ამ გზით ფრანცისკე  მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებულ მრევლს მარტივად მიმართავს  და დალოცავს. მანქანას  თეთრი სახურავი აქვს, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ლიდერს წვიმისა და მზისგან დაიცვას. ასევე გვერდები ტყვიაგაუმტარი შუშისგან არის დამზადებული. "პაპი უპირატესობას ანიჭებს შუშას, რათა მას სურს მორწმუნეებთან ახლოს იყოს’’- აღნიშნავს ვიზიტის ვიცე-კოორდნინატორი პეტერ გერმაინი.

 




პაპის ავტომობილზე 15 ადამიანი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა. მადაგასკარის კომპანია Karenjy 1984 წელს დაარსდა და მას შემდეგ აფრიკის კუნძულოვან სახელმწიფოში ავტომობილებისა და მანქანის ძრავების წარმოებით არის დაკავებული.

"პაპის ავტომობილი მადაგასკარიდან არის იმედის ძლიერი სიმბოლო’’- ასე შეაფასეს ექსკლუზიური მანქანა ვატიკანის წარმომადგენლებმა.





პონტიფიკოსი აფრიკაში ოფიციალური ვიზიტით 11 სექტემბრამდე დარჩება. მადაგასკარის გარდა ფრანცისკე მავრიტანიასა და მოზამბიკას მოინახულებს.