მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებია სასამართლოს გვერდის ავლით წამლების მიმოქცევის შესაძლო ზედამხედველობაში?

BM.GE
01.12.22 10:45
181
პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, გუშინ “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას გულისხმობს. ცვლილების მიხედვით სახელმწიფო წამლების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალება. ასევე, დგინდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულება, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა. 

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ფასზე მაღალი ფასით რეალიზაციის შემთხვევებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. 

დაჩქარებული წესით კანონის პროექტის განხილვამ ტემპი იცვალა და კერძო სექტორის ჩართულობა გაიზრდება ასეთია ანონსი ცვლილებების განხილვის პერსპექტივისა. წინასწარ შეფასებებში კი ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ სასამართლო სისტემის გვერდის ავლით ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე შესაძლო ზედამხედველობა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.ამის მიზეზია ის რომ სიახლეები, სარგებელთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი რისკების წყარო შეიძლება გახდეს როგორც ფარმაცევტული კომპანიებისათვის, ასევე თავად მომხმარებლებისათვისაც, მათ შორის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და მათი ხარისხის კუთხით. 

სად ხედავს რისკებს ბიზნესი მთავრობის გეგმაში და ცვლილებებში კანონში რომელიც მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად დაინიცირდა. 

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;