“საქართველო, როგორც წარმოების პლატფორმა იქნება მიმზიდველი... Made in Georgia ხდება არამხოლოდ ჟღერადი, არამედ მომგებიანიც“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა Forbes Talks-ში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არის ინტერესთა პერსპექტივა, რომ უცხოურმა კომპანიებმა საქართველოში აწარმოონ პროდუქცია და შემდეგ აქედან მიაწოდონ სხვა ბაზრებს, ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით.
მანვე ისაუბრა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე და განაცხადა, რომ მთავრობამ ის პანდემიის დაწყებამდე მიიღო.
„ეს იყო გადასვლა პროაქტიურ სტრატეგიაზე. შემდეგ უკვე პანდემიამ წარმოაჩინა, რომ მომენტიც არის სწორად შერჩეული რომ ჩვენ უფრო პროაქტიურები ვიყოთ, იმიტომ რომ გაჩნდა ახალი შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ბევრმა გლობალურმა მოთამაშემ ლოჯისტიკის, წარმოების და სერვისების სფეროში, დაიწყო ახალი ბაზრების ძებნა, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური პრობლემები შეექმნათ და შედარებით ხარჯ ეფექტურ ბაზრებს ეძებენ, სადაც შედარებით უფრო ნაკლები ხარჯები იქნება და ამავე დროს სადაც კარგი პერსპექტივა და საგადასახადო ბიზნესგარემოა. ასევე ხდება გადააზრება და შეცვლა გეოგრაფიის მიწოდებათა ჯაჭვის, ლოგისტიკის, საქართველოზე გამავალი დერეფნის სხვაგვარად დანახვა და მისი მიზიდულობის სხვაგვარად წარმოჩენა. ჩვენ ამით ვისარგებლეთ. [სააგენტო] „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი სტრატეგია, რომელიც არის ორიენტირებული უცხოელების მოზიდვაზე, ახლა უკვე სხვაგვარად ჟღერს“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ასევე პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირება მოახდინა და ეს არის ის სფეროები, რომლებიც არის ე.წ კაპიტალტევადი.
„ეს ნიშნავს არამხოლოდ რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის მანქანათმშენებლობის ინდუსტრია ელექტრონიკა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, IT ინდუსტრია და ა.შ“, – განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგიის ავტორი სააგენტო „აწარმოე საქართველოშია“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა