13.ნოემბერი .2021 21:42

„მადელაინმა“ ბათუმში პირველი ბრენდული მაღაზია გახსნა

„მადელაინმა“ ბათუმში პირველი ბრენდული მაღაზია გახსნა
views 756
უკან

ეკომეგობრული, ხელნაკეთი სათამაშოებისა და საბავშვო ნივთების მწარმოებელმა ბრენდმა „მადელაინმა“ პირველი ბრენდული მაღაზია ბათუმში, მაზნიაშვილის 56 ნომერში გახსნა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ელეონორა კუცია bm.ge-სთან ამბობს, პირველი მაღაზიისთვის გახსნისთვის 6 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„მაღაზიაში, ჯერჯერობით, 1 ადამიანი დავასაქმეთ, აქვე გადმოვიტანეთ საწარმო, სადაც 3 ადამიანი მუშაობს. ბათუმში, ჩვენი ნაწარმის მიმართ ინტერესი მაღალია, იმედი გვაქვს ეს ტენდენცია შენარჩუნდება. სამომავლოდ ვფიქრობთ ახალი პროდუქტები დავამატოთ და ქსელურ მარკეტებშიც შევიდეთ“, - აღნიშნა „მადელაინის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: სათამაშოების ბრენდი „მადელაინი“ უკვე მესამე წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. კომპანია მაღაზიის გახსნამდე პროდუქციას მხოლოდ ონლაინპლატფორმების საშუალებით, მათ შორის Amazon-სა და ebay-ზე იყიდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა