მადრიდში გამართული სამიტის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა შემაჯამებელი დეკლარაცია გაავრცელა, რომელშიც შეჯამებულია, როგორც NATO-ს წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
დოკუმენტში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია, რომელიც არცერთი სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთანავე, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებას ურყევად დაიცავენ.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ჰუმანიტარული კატასტროფისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, რომელიც, ასევე, NATO-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების მთავარ საფრთხედაა მიჩნეული.
რაც შეეხება სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხზე მიღებული კონსენსუსი უნდა აღინიშნოს. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, სკანდინავიური სახელმწიფოების ალიანსში გაწევრიანებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. „ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება მათ უფრო დაცულს, NATO-ს უფრო ძლიერს, ევრო-ატლანტიკურ ზონას კი - უფრო დაცულს გახდის“, - ვკითხულობთ დეკლარაციაში.
ამასთანავე, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა განაცხადა, რომ ომში მყოფი უკრაინის პოლიტიკურ და ქმედით მხარდაჭერას განაგრძობს, რომლის ფარგლებში ევროპული ქვეყანა არალეტალური თავდაცვითი სამხედრო საშუალებებით მომარაგდება, ხოლო უკრაინის კიბერშენაერთები გაძლიერდებიან. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარდაჭერას NATO ომის შემდეგაც გეგმავს.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ - „თავდაცვითი ინოვაციების აქსელერატორის“ დაფუძნებაა, რომელიც NATO-ს წევრი სახელმწიფოების ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
აღსანიშნავია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გავრცელებულ დეკლარაციაში საქართველოც არის ნახსენები, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკურ სამიტზე სპეციალურად იყო მიწვეული. NATO-მ განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს, ბოსნიას და ჰერცეგოვინას და მოლდოვას პოლიტიკურ და ქმედით მხარდაჭერას განაგრძობს. „მათთან ერთიანობისა და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერების, უნარების განვითარების და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის მხარდაჭერის კუთხით ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე