მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Maersk-ი დიდი ალბათობით საქმეს საარბიტრაჟო სასამართლოში წაიღებს - ლილუაშვილი

62a380bc5b689
ალა ისპირიანი
10.06.22 22:40
5175
პარტია "საქართველოსთვის" წევრის დეპუტატ ბექა ლილუაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ ინვესტორებისათვის მოტივაციის შექმნაზე იზრუნოს, ისე უხდიან საქმეს, რომ ინვესტორები საარბიტრაჟო დავებს იწყებენ. როგორც მან გადაცემა „ანალიტიკაში“ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირების ფონზე საქართველოს საინვესტიციო რეიტინგიც ერთი ნაბიჯით შემცირდა.

„ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს, რათა მამოტივირებელი მექანიზმები შექმნას ინვესტიციების წასახალისებლად. ამის ნაცვლად ვხედავთ იმას, რომ უმსხვილესი ენერგეტიკული მიმართულებები, მაგალითად როგორიცაა "ნამახვანჰესის" ინვესტორი მიდის და საარბიტრაჟო დავას იწყებს.

ასევე საზღვაო კოდექსში შედის ცვლილებები, რომელიც Maersk-ს, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, ფაქტობრივად, ფოთის პორტში ექსკლუზიურობის ნიშას უკარგავს
და ისიც დიდი ალბათობით ამ საქმეს საარბიტრაჟო სასამართლოში წაიღებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, საზღვაო კოდექსში ცვლილებები საქართველოში მოქმედი პორტების ოპერატორებს, პორტში შესასვლელი არხების დაღრმავებას და ამ არხების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს. ამავე კანონით ახლებურად რეგულირდება პორტის ოპერატორებს - "სანავსადგურე ერთეულებს" შორის ურთიერთობა და ერთ ოპერატორს მეორე ოპერატორისთვის განკუთვნილი გემების გატარებაზე საკომისიოს დაწესება ეკრძალება.

ნიციატივას ფოთის პორტის ოპერატორი APM Terminals-ი ეწინააღმდეგება, რომელიც Maersk-ის ჯგუფის წევრია.

ინფორმაციისთვის, ინვესტორებთან დავებში საქართველოს 48 მლნ დოლარის და 9 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ 24 საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობდა.