მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალანაზღაურებადი პირების ხელფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე -დაბალანაზღაურებადი კადრების“ - სოსო ბერიკაშვილი

647362ca3f533
სალომე ხიდურელი
29.05.23 09:00
957
PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2015 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 76.8%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, ამავე პერიოდში ხელფასების რეალურმა ზრდამ მხოლოდ 17.6% შეადგინა. გარდა ამისა, იგივე პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი 34.7%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას ორჯერ აღემატება და იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში მშპ-ს ზრდა მუშა-ხელის ხელფასებზე პროპორციულად არ აისახებოდა.

ამ საკითხზე BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ საშუალო ხელფასის 17.6%-იანი ზრდა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე მედიანური ხელფასის ზრდა.

„სამწუხაროდ, მედიანური ხელფასი კიდევ უფრო ნაკლებადაა გაზრდილი, ვიდრე საშუალო. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალანაზღაურებადი პირების ხელფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე - საშუალო და დაბალანაზღაურებადი კადრების. ამიტომ არის ხალხშიც უკმაყოფილება, რაოდენობრივად დაბალანაზღაურებადი ადამიანი ბევრია უფრო, ვისი ცხოვრებაც არ გაუმჯობესდა.

საკითხავი ისაა, რამდენად აისახა მოსახლეობაზე ეს 17%-იანი ზრდა. საშუალო ხელფასის გამოთვლისას ინფლაცია თუ არ გამოვრიცხეთ, ნომინალური ხელფასის გამოთვლას არ აქვს მნიშვნელობა. თუ მე 2 ჯერ მეტი მაქვს ხელფასი, ვიდრე შარშან, მაგრამ პროდუქცია 3-ჯერ გაძვირდა, ხელფასი გამოდის, რომ შემიმცირდა. რეალური შედეგი ისაა, რომ 7-8 წლის განმავლობაში ხელფასები გაიზარდა 17%-ით, წელიწადში, საშუალოდ 2%-ით“, - აღნიშნავს ეკონომისტი.

ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ნომინალური ხელფასი 1592 ლარს შეადგენს, რაც ინფლაციის გათვალისწინებით 1059 ლარია.