მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების ფასები წელს ბევრად ლიბერალურია, ვიდრე 2019 წელს იყო“ –„აჭარა ტური“

60d21feacd988
მარიამ ადამია
22.06.21 23:15
858
ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ 2018-2019 წლებთან შედარებით ტურისტების ნაკლებობამ, მოთხოვნის ნაკლებობამ და სექტორში არსებულმა კონკურენციამ, ფასების დადეპინგება გამოიწვია, რაც ნათლად ჩანს მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების ფასებზე, რომელიც მეტად ლიბერალურია, ვიდრე 2019 წელს იყო.

„ეკონომ-სექტორიც საკამოდ მიმზიდველ და ბიუჯეტურ ფასებს გვთავაზობს. ფასების დაწევა არ ეხება და ვერ მოხერხდა ავტოგადაზიდვებზე, სარესტორნო მომსახურებაზე, სადაც ძირითადად იმპორტირებული საქონელია და დაკავშირებულია ნავთობთან, თუმცა ვფიქრობ მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ფასები. ხოლო ვალუტის კურსითაც რომ ვიმსჯელოთ, თუკი ჩვენი სტუმარი ჩამოდის ამერიკული დოლარით ან ევროთი, მათთვის ფასები არ შეცვლილა წინა წელთან შედარებით, პირიქით გაიაფებულიც კი არის ლარის დევალვაციიდან გამომდინარე,“ - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ გადაცემა "საქმიან დილაში".

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სარესტორნო სექტორში, ტრასპორტირებასა თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნებზე, იქნება ეს სუპერმარკეტი, ბაზარი, ფასებმა 10-15% და ზოგან 20%-ითაც მოიმატა.

ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი ასევე ვარაუდობს, რომ თუკი დროულად არ მოიხსნება შეზღუდვები და რეგულაციები, ტურისტები არჩევანს იმ ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთებენ, სადაც მეტი თავისუფლება იქნება.

„ეკონომიკური ნაწილის გარდა ასევე ჯანმრთელობაც გასათვალისწინებელია და თუკი გვინდა შეზღუდვების გამარტივება, აუცილებელია ვაქცინაცია იმისათვის, რომ მოქალაქეები დავიცვათ ვირუსისგან, რადგან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ყოველდღიური შეხება აქვთ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებთან. საჭიროა ასევე მეტი აგიტაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ხოლო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გვქონდეს საკმარისი დოზები,“ - განაცხადა „აჭარა ტურის“ დამფუძნებელმა.