მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, Johnson & Johnson ვაქცინების წარმოებას აჩერებს

6203ac4288e5e
თათია კაკიაშვილი
09.02.22 21:17
1634
განვითარებად ქვეყნებში Covid-ვაქცინებზე არსებული მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, Johnson & Johnson ვაქცინების წარმოებას აჩერებს. ამის შესახებ ამერიკული Forbes New York Times-ზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, ვაქცინის წარმოება კომპანიაში დროებით შეწყდება, ეს კი იმ ფონზე, როცა განვითარებადი ქვეყნები ფარმაცევტული გიგანტისგან ათობით მილიონი შეკვეთილი ვაქცინის მოლოდინში არიან.

ამასთან, New York Times წერს, რომ Johnson & Johnson's-ის ქარხანა, სავარაუდოდ, Covid-ის ვაქცინების წარმოებას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ განაახლებს, ამ პერიოდში კი ფარმაცევტული კომპანია შესაძლოა, უფრო მომგებიანი ვაქცინის წარმოებაზე გადავიდეს: არსებობს მოლოდინი, რომ კომპანიამ სწრაფად გავრცელებადი შტამების მიმართ მაღალი ეფექტიანობის მქონე ვაქცინა გამოუშვას, თუმცა, ჯერ უცნობია, როდის აღდგება წარმოების პროცესი. ასევე, გაურკვეველია, Johnson & Johnson's-ის „პაუზის“ პერიოდში საკმარისი იქნება თუ არა ვაქცინების მარაგი გლობალური ჯანდაცვის სისტემებისთვის.

ცნობისთვის, Johnson & Johnson ერთ-ერთი უმსხვილესი ვაქცინის მიმწოდებელია აფრიკის კავშირისა და COVAX-ისთვის, ანუ პროგრამისთვის, რომელიც ვაქცინების გლობალური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამასთან, ზოგიერთი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნისთვის Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული პრეპარატი Covid-საწინააღდმეგო ვაქცინების ერთადერთი ვარიანტია.