მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი მოთხოვნის მიუხედავად Opec + ნავთობის მოპოვების პროცესს არ აჩქარებს

6184dcc7cc5a3
თათია კაკიაშვილი
05.11.21 11:35
789
ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნისა და ფასების მიუხედავად Opec+-ში, ნავთობის მწარმოებელ სხვა მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდა, რომ ნავთობის მოპოვების მიმდინარე გეგმას მიჰყვება და ეს პროცესი არ დააჩქარდება. ამის შესახებ CNBC წერს.

გამოცემის ცნობით, Opec-მა გადაწყვიტა, გეგმის მიხედვით გააგრძელოს ნავთობის წარმოება და ეს პროცესი თანდათან გაზარდოს - ყოველთვიურად 400,000 ბარელით. არადა ნავთობის იმპორტიორი ქვეყნები და მათთან ერთად აშშ, ჯერ კიდევ დეკემბერში ნავთობის მოპოვების ზრდას - დღე-ღამეში 600-800 ათასი ბარელით ითხოვდა.

კითხვაზე - რატომ არ ზრდის ჯგუფი წარმოების დონეს ნავთობის მომხმარებელთა მოთხოვნის მოიუხედავად, Opec-ში განაცხადეს, რომ ისინი მოკავშირეებთან ერთად ბაზრის ბალანსს ინარჩუნებენ და მოთხოვნის პოტენციურ ცვლილებებთანაც ფრთხილობენ.

ბოლო მონაცემებით, ბრენტის ტიპის ნავთობის სავაჭრო საერთაშორისო ფასი ბარელზე 81,68 აშშ დოლარია. ამით, 2014 წლის შემდეგ, ნავთობის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რითაც ყველაზე დიდი ზარალი ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს მიადგათ.