"სახელმწიფომ ამოღებული წამლების შავ ბაზარზე გადასვლა და მწარმოებლების დაკარგვა არ უნდა დაუშვას" - ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილაში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლევან ვეფხვაძემ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის შემოღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იმპორტიორმა და მწარმოებელმა არ უნდა ჩათვალონ, რომ ეს ბაზარი მისთვის წამგებიანია.
„რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით არსებობს მონაცემები, რომელი კონკრეტული წამლები ამოვარდა და აღმოჩნდა, რომ იმ ფასზე მაღალია, რომელიც შემოთავაზებულია. ამაზე კომპანიები აპელაციებით მიდიან, გადახედვას ითხოვენ. არ უნდა მოხდეს ისე, რომ მომხმარებელი დაზარალდეს, თუ რაღაც წამალი ღირს 10 ლარი და რაღაც 100 ლარი, მომხმარებელს კი უნდა, რომ 100 ლარიანი იყიდოს, ბაზარზე ეს ხელმისაწვდომობა უნდა იყოს. ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ თავად მომწოდებელმა, იმპორტიორმა და მწარმოებელმა ჩათვალონ, რომ ეს ბაზარი მისთვის წამგებიანია და ამის შემდეგ მწარმოებლები დავკარგოთ,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ნინა კობახიძის ცნობით, აპელაციაში შეტანილი ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ეხება ძალიან მცირე, ძირითადად იმ შინაარსის მედიკამენტებს, რომელსაც სახელმწიფო ძირითადად ყიდულობს პაციენტებისთვის - ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტები. 15 თებერვლიდან დაიწყება და ორი თვის განმავლობაში ამოიყიდება ის მარაგები, რაც არსებობს და ამის შემდეგ დავიწყებთ შედეგების დათვლას, გადავაფასებთ რა შემოვიდა, რა გაქრა, რა არ გაქრა და ა.შ. აპელაციაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხია შეტანილი, ერთ-ერთი ისაა, რომ მწარმოებლების მაღალი ფასი გავრცელდეს საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტით წარმოებულ მედიკამენტებზე, ეს კი ქართულ წარმოებას ხელს შეუწყობს,“ - განმარტავს ნინა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი