მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიან სოფლებში მზის პანელების დამონტაჟება დაიწყო

5db0889a6ef67
BM.GE
23.10.19 21:25
2024
მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიაწოდა.  პირველი სამუშაოები შატილში მიმდინარეობს და პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

სამინისტროს ცნობით, მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში 87 სოფლის 207 ოჯახი შეირჩა.

მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევს. დახმარების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ინვენტარიზაცია და პროგრამის მენეჯერის დაქირავება ხდება, რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს პანელების დამონტაჟების ზედამხედველობას და ოჯახების ინფორმირებას პანელების ტექნიკური შესაძლებლობების და გამოყენების შესახებ.

პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები.
მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია „იუჯითი“ ახორციელებს. 

"ეს არის საქართველოს მთავრობის მეორე ინიციატივა, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. მზის პანელების მონტაჟი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს", - აცხადებენ სამინისტროში.