მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების რაოდენობა 1600-მდე გაიზარდა

566ed751cc3fd
BM.GE
14.12.15 18:46
2628
მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მდებარე 1600 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. საბჭოს წევრებმა ასევე „მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების წესზე" იმსჯელეს, რომელთაც საგადასახადო შეღავათები 2016 წლის 1 იანვრიდან დაუწესდებათ. იმ კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ, ან ექნებათ წარმოება მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში, შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ. რაც შეეხება სოციალურ პაკეტებს, 2016 წლის პირველი იანვრიდან შეღავათების ის ნაწილი ამოქმედდება, რომელიც ახლადშეძენილ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში დახმარებას ითვალისწინებს, სრული პაკეტით სარგებლობა კი პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალურ შეღავათებზე 2016 წელს 40 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, 2017 წელს კი ეს თანხა გაიზრდება.