მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტებს შესაძლოა სატენდერო პროცედურები გაუმარტივონ

60ba669ed0c08
BM.GE
04.06.21 21:43
606
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობის, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

კომიტეტს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა წარუდგინა.

„2019 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით განხორციელებულია 2204 პროექტი. პროექტების ჯამური ღირებულება 621 მლნ ლარს შეადგენს. აჭარისა და თბილისის გარდა, 57 მუნიციპალიტეტში 1915 სკოლა და 1283 ბაღია. 2019 წლიდან დღემდე აშენდა 65 ახალი სკოლა და რეაბილიტირდა 103 სკოლა“ - აღნიშნა მომხსენებელმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბაღებთან მიმართებაში განათლების სამინისტროს ვალდებულებებზე ისაუბრა.

„აუცილებელია ვიფიქროთ ინფრასტრუქტურაზე და იმ პირობებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლებისთვის. მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურული გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, როდესაც ხარისხიან განათლებაზე ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია შევიმუშაოთ საგანმანათლებლო სტანდარტები და მოვახდინოთ სტანდარტების განხორციელების მონიტორინგი“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

კომიტეტმა ინფორმაცია ცნობად მიიღო და გასცა რეკომენდაციები

„კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შეღავათი სატენდერო პროცედურების გამარტივებაზე“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.