მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზიათა ქსელი Primark-ი კორონავირუსის გამო იხურება

5e78939ee3700
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.20 23:15
1702
მაღაზიათა ქსელი Primark-ი დროებით 189 მაღაზიას დახურავს  ბრიტანეთის მასშტაბით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კომპანიამ უკვე დახურა მაღაზიები ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით მომხმარებლების და თანამშრომლების დაცვა სურს.

დრობით დახურავასთან დაკავშირებით განაცხადეს ლონდონში, High Street-ზე განლაგებულმა სხვა ბრენდულმა მაღაზიებმაც, მათ შორის John Lewis-მა და Timpson-მა. John Lewis-ი დაახლოებით 50-მდე მაღაზიას დახურავს, ხოლო Timpson Group-ი - 2,150 მაღაზიას.

ასევე დროებით აჩერებენ ფუნქციონირებას:

• Arcadia Group, რომელიც Topshop-ისა და Miss Selfridge-ის მფლობელია;
• New Look - დახურავს 500-მდე მაღაზიას;
• Kurt Geiger - დახურავს 55-მდე ფეხსაცმლის მაღაზიას ბრიტანეთში
• River Island - დახურავს ყველა მაღაზიას ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

ამასთანავე, Primark-ის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ მაღაზიის ყველა თანამშრომელი მიიღებს კონტრაქტით გათვალისწინებულ კუთვნილ ანაზღაურებას კორონავირუსის მიზეზით მაღაზიების დახურვის პერიოდში.