07.მაისი .2020 13:00

"მაღაზიებს, რომლებსაც ცალკე შესასვლელი აქვთ, უკვე უნდა გაიხსნას" - ლევან ვეფხვაძე

უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე  ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, დაიწყოს ეკონომიკის სექტორული გახსნა იქამდე, ვიდრე რა ვადებიც იქნა შეთავაზებული. მაგალითისთვის ვეფხვაძეს ის მაღაზიები მოჰყავს, რომლებსაც ცალკე შესასვლელი აქვთ.

“ შეიძლება ითქვას, დღეს უკვე ეპიდემიამ უკან გადაინაცვლა და მთავარი ახლა, რაც არის, ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკის სიღრმიდან ამოსვლა, მე ვგულისხმობ ვარდნას, რომელიც გვქონდა და გარკვეული პერიოდი გვექნება ალბათ ინერციული ვარდნა. ამაზე იქნება დამოკიდებული რამდენად სწრაფად დავუბრუნდებით საწყის მდგომარეობას.

დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსხვავებული ლიმიტებით, ვიდრე ეს შემოთავაზებული იყო, დაიწყოს ეკონომიკის სექტორული გახსნა. ისეთი მაღაზიები, რომლებსაც ცალკე შესასვლელი აქვთ, ეს მაღაზიები შეიძლება, რომ უკვე გაიხსნას. ბანკებთან გარეთ მდგომი ადმიანები, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე შენობაში დისტანციურად მდგომი 5 და 6 ადამიანი, ამიტომ მომსახურეთა რაოდენობას უნდა მივცეთ საშუალება, რომ გაიზარდოს და ეს რიგები შემცირდეს- “ ამბობს ლევან ვეფხვაძე.

 
შეგახსენებთ, საცალო და საბითუმო მაღაზიების გახსნა (გარდა მოლებისა) ეკონომიკის გახსნის მესამე ფაზაში იგეგმება. 

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა