18.მაისი .2020 22:20

მაგიდების 2–მეტრიანი დისტანციით განლაგება რთული იქნება – "ლუკა პოლარე"

views 643
უკან

“დაგვჭირდება ადამიანური რესურსის დაქირავება და დამატებითი ხარჯების გაწევა”, - ამის შესახებ BM.GE-ის “ლუკა პოლარეს” დირექტორმა თეა თაბაგარმა განუცხადა. როგორც თაბაგარი ამბობს, იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც კაფეებსა და ბარებს ხელახლა გახსნის შემთხვევაში მოუწევს, მათ ხარჯებს გაზრდის, ამასთან მისი თქმით, მათთვის მაგიდების 2–მეტრიანი დისტანციით განლაგება რთული იქნება, საჭირო ფართობის არ არსებობის გამო.

“ლუკა პოლარეს შემთხვევაში ჩვენ თავიდანვე 17 ობიექტიდან მხოლოდ ოთხი დავტოვეთ და გადავედით მიტანის სერვისზე, ვმუშაობდით შეზღუდული რეჟიმით. ველოდებოდით როდის გამოიცემოდა ახალი რეკომენდაციები, რომ დავბრუნდეთ მეტნაკლებად ჩვეულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, რთული იქნება. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ დაგვჭირდება ადამიანური რესურსის დამატება და ასევე დამატებითი ხარჯების გაწევა იმისთვის რომ მოვერგოთ ამ ყველაფერს. იგივე ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე, რომელიც გაასმაგებულ რეჟიმში უნდა იყოს და ასევე დამატებითი მასალები დაგვჭრიდება, რომელსაც მანამდე არ იყენებდა ბიზნესი. ყველაზე რთული ჩვენს შემთხვევაში იქნება მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, რომელსაც გავითვალისწინებთ, მაგრამ შევძლებთ გაცილებით ნაკლები სტუმრის მომსახურებას, რომელიც პირდაპირ აისახება შემოსავლებზე", - ამბობს თეა თაბაგარი.