28.ნოემბერი .2020 10:15

მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა – აჭარისა და გურიის რეგიონებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ

მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა – აჭარისა და გურიის რეგიონებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ
views 1059
უკან

დღეს 28 ნოემბერს, "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

“დაზიანების აღსადგენად ადგილზე მაქსიმალური მობილიზაციაა ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფების, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ზემოთაღნიშნულ რეგიონებს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”,– ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა