21.დეკემბერი .2020 19:50

„მაგისტრალური ქსელები მოეწყო დასახლებებში, სადაც გამართული ქსელი არასოდეს ჰქონიათ“ - GWP

„მაგისტრალური ქსელები მოეწყო დასახლებებში, სადაც გამართული ქსელი არასოდეს ჰქონიათ“ - GWP
views 382
უკან

2018-2020 წლებში თბილისის ზედა ზონებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა განახორციელა პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის, - ამის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ განაცხადა.

ახალი მაგისტრალური ქსელები მოეწყო ისეთ დასახლებებში, სადაც მაცხოვრებლებს მუდმივი წყალმომარაგება და გამართული ქსელი არასოდეს ქონიათ - ეს არის თბილისის ზედა ზონები: ტაბახმელა, კოჯორი, შინდისი, კვესეთი და ბეთანია.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მსხვილი პროექტი, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის დედაქალაქის წყალმომარაგებას.

"ბოლო სამ წელიწადში კომპანიამ 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა წყალმომარაგების სისტემის განახლება- განვითარების მიზნით. ჯივიპი გააგრძელებს ქალაქის ყველა რაიონში სისტემების განვითარებაზე ზრუნვას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით”, - აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა