მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვლადიმირ პუტინი G20-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს

62b9ff44e2fce
ალა ისპირიანი
27.06.22 23:14
1593
ვლადიმირ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

კერძოდ, განცხადების მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს მოწვევა მიიღო, რომ ნოემბერში, G20-ის სამიტს დაესწრება.

პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, პუტინის მონაწილეობა შეხვედრაზე პირადად ან ვიდეო ბმულით იგეგმება 

„ჯერ კიდევ ბევრი დროა მანამდე. ვიმედოვნებ, რომ პანდემია საშუალებას მისცემს ამ ღონისძიებას რეალურ რეჟიმში ჩატარდეს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, G20-ის ლიდერების სამიტი ინდონეზიაში ნოემბერში გაიმართება.