26.აპრილი .2020 19:00

მაგთიკომი მომხმარებელს აფრთხილებს

views 13255
უკან

სატელეკომუნიკაცია კომპანია “მაგთიკომი” განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს აფრთხილებს.

“მაგთიკომის აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან,რომელთა საწყისი კოდებია:

338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367

ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.

აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ”,- ნათქვამია განცხადებაში.