მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მაგთიკომის” კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა - შსს

60e9d8a9ded65
BM.GE
10.07.21 21:25
965

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შპს „მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “მაგთიკომის” კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნული შეტევით პრობლემა შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის გამართულ ფუნქციონირებას.

"გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.