მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბიბილაური: თუ გვინდა ტურიზმის ამუშავება, შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს

62136b3e65cc2
სალომე ჭიპაშვილი
21.02.22 22:21
838
„აუცილებლად უნდა შემსუბუქდეს კოვიდ შეზღუდვები, თუ გვინდა რომ ტურიზმი ავამუშაოთ“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას BTL- Business Travel Leisure-ს მმართველმა პარტნიორმა, მაია ბიბილაურმა განაცხადა.

„თუ ვილაპარაკებთ სამგზავრო გადაყვანების სფეროზე, ავიაკომპანიები კრიზისულ სიტუაციაში არიან. ცალსახად უნდა მოიხსნას ან შემსუბუქდეს, ან არ უნდა იყოს შეზღუდვა შეზღუდვისთვის, შეზღუდვა უნდა იყოს ლოგიკური და გონიერი“, - აღნიშნა მაია ბიბილაურმა.

მისივე თქმით, როდესაც ლოქდაუნი და ძალიან მკაცრი შეზღუდვები იყო, კომპანიასთან გამოჩნდა დამკვეთი, რომელსაც საქართველოში 70 კაცის ჩამოყვანა სურდა, თუმცა შესაბამისმა ინსტანციებმა უარი უთხრეს ამ რაოდენობის ადამიანების ჩამოყვანაზე, როცა პარალელურად სხვა კომპანიებმა 400-მდე ადამიანი ჩამოიყვანეს.

„ყველამ კარგად ვიცით რამხელა წვლილი აქვს ამ ინდუსტრიას ქვეყნის ეკონომიკაში. ამიტომ წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს.“ - აღნიშნა ბიბილაურმა.

ცნობისთვის, IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ვილი ვოლშმა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა, რადგან Covid 19-მა უკვე ენდემური ხასიათი მიიღო. ამ მხრივ პირველი ქვეყანა, რომელმაც IATA-ს მოწოდება გაითვალისწინა, შვეიცარიაა.