მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძე: გამწვანების ვალდებულება რომ დავაწესეთ, ბიზნესი წუხდა, დღეს კი კონკურენციაა

5fe8872689e8c
სალომე მეცხვარიშვილი
28.12.20 10:08
899
"გამწვანების ვალდებულება რომ დავაწესეთ, ბიზნესი წუხდა, დღეს კი სამშენებლო კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მეტ რეკრეაციულ სივრცეს შესთავაზებს მყიდველს“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ გადაცემა “Forbes კვირასთან” განაცხადა.

ბითაძემ, რომელმაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თბილისის მერიიდან გადაინაცვლა, აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რაც თბილისში საპილოტედ განხორციელდა, მომდევნო წლებში მთელ საქართველოზე გავრცელდება, რასაც საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

დაგეგმილ ცვლილებებს შორის დეპუტატი სწორედ სამშენებლო რეგულაციებს გულისხმობს, რომელიც დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს ავალდებულებს, ნებისმიერ პროექტში გამწვანებული სივრცე გაითვალისწინონ.

“2 ახალი მთავარი მიმართულებაა, რომელიც გაჟღერებული გვაქვს “ქართული ოცნების” პროგრამაში - ქალაქებში ეკონომიკური წონასწორობის აღდგენა, ქალაქების ურბანული და სატრანსპორტო განვითარების ინტეგრაცია გარემოს დაცვაში, რაც თბილისში განხორციელდა და რამაც რეალური შედეგები უკვე მოგვცა. თუ სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა არ გვექნება ქალაქებში, ძალიან რთული იქნება ჰაერის დაბინძურების მინიმიზაცია და სოციალური უფლებების დაცვა.

მეორე მიმართულებაა ურბანისტიკა - იგულისხმება სწორი განაშენიანება, სანიტარული ზომების დაცვა, საწარმოო და საცხოვრებელი ზონების გაყოფა, რეკრეაციული ზონების გამოყოფა.

თბილისში, ამ მხრივ, ძალიან რთული გზა გავიარეთ. თავიდან ბიზნესს არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ჰქონდა ამ რეგულაციებზე, ისინი თვლიდნენ, რომ განსაკუთრებული მოთხოვნები გამწვანების კუთხით იყო დარტყმა ბიზნესზე, მაგრამ 2 წლის თავზე, ვნახეთ, რომ კონკურენციაა უკვე კომპანიებს შორის, ვინ უფრო კარგად გაამწვანებს და ვინ მეტ სივრცეს დაუტოვებს მომხმარებელს. ეს მოდელი მთელ საქართველოზე უნდა გავრცელდეს”, - ამბობს მაია ბითაძე.