გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბერლინში გამართულ კლიმატისა და უსაფრთხოების კონფერენციაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კონფერენცია, რომლის თემაც იყო „მშვიდობის შენარჩუნება კლიმატის კრიზისის ფონზე: მონაცემთა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი", კლიმატის, მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით კრიზისების ადრეული გამოვლენისა და მათი პრევენციის პერსპექტივისათვის იძლევა იმპულსებს.
„კლიმატის ცვლილება და მისგან გამომდინარე გამოწვევები ფართოდ არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი მთავარი საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი კომიტეტისთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. მინდა მადლიერება გამოვხატო ამ კონფერენციის ორგანიზატორებისადმი, რადგან სწორედ ასეთი პლატფორმა იძლევა უნიკალურ შანსს, რომ პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა და დარგის ექსპერტებმა გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები არსებულ რისკებსა და გამოწვევებზე. ეს შემდგომში ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების შემუშავებას, რომლებიც დაგვეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე არსებული საფრთხეების ეფექტურ თავიდან აცილებაში და მდგრადი განვითარების მიზნებთან დაახლოებაში“, - განაცხადა კონფერენციის შემდგომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ.
კლიმატისა და უსაფრთხოების ჰიბრიდული კონფერენცია ორგანიზებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ