მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების შექმნის პროცესში ბიზნეს სექტორიც ადრეულ ეტაპზე ჩაერთოს

602183f1c249e
BM.GE
08.02.21 22:32
651
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გამგებლობას მიკუთვნებულ მიმდინარე საკითხებზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

საკითხის განხილვამდე მაია ბითაძემ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მმართველი ძალის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია, არის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა რაციონალური მოპოვების კუთხით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით.

„ჩვენი კომიტეტის თითოეული წევრის, ჩვენი გუნდის როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია, არის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა რაციონალური მოპოვების კუთხით. მათ შორის, ასევე პანდემიიდან გამომდინარე და პანდემიის გარეშეც, ისეთი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყანაში, რომელიც ბიზნეს გაუადვილებს სამომავლო განვითარებას იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რასაც ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გვავალდებულებს კანონმდებლობის ფორმირების თვალსაზრისით. ამ კუთხით დამატებითი მსჯელობები გვექნება იმის თაობაზე, თუ როგორია კომიტეტის, პარლამენტის, ბიზნეს ასოციაციის ხედვა მწვანე ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, რა შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს და რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ ბიზნესს იმისთვის, რომ ბიზნეს გაუადვილდეს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ა. შ.“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სხდომაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის მიერ უკვე ორი მოსმენითაა მიღებული და იგი მესამე მოსმენით ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს. ბიზნეს ასოციაცია კომპანიებისთვის სწორედ იმ პასუხისმგებლობის გადავადებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად დეტექტორების შეძენაა სავალდებულო.

როგორც ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, თუ პარლამენტი მესამე მოსმენით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კანონში ცვლილებებს მიიღებს, 85 კომპანია ავტომატურად კანონდამრღვევი ხდება. მისი თქმით, კომპანიებს პრაქტიკულად აღარ აქვთ დრო, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობები, რომელიც ამ კანონით გაუჩნდებათ, შეასრულონ.

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, დიდი ხანი მიდიოდა ამ თემაზე დისკუსია, მეტ-ნაკლებად კომპრომისებიც შედგა, მაგრამ ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგებამ, პანდემიამ ვითარება გაურთულა კომპანიებს და კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, რომელიც ინსტრუმენტული მონიტორინგის დანერგვას შეეხება, კიდევ უფრო მძიმედ იმოქმედებს საწარმოების მდგომარეობაზე. შესაბამისად, ისინი მიღების შემთხვევაში კანონის ამოქმედების ვადის გადავადებას ითხოვენ.

ამასთანავე, მიუხედავად გარკვეული წინაპირობებისა, ფაქტობრივად ყველა თანხმდება იმაში, რომ საწარმოო ციკლები არის მოსაწესრიგებელი, რათა ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში ადამიანებისათვის ჯანსაღი გარემო შეიქმნას. არასწორ საწარმოოო ციკლებს არ უნდა გაუხანგრძლივდეს არსებობის ვადა, ვინაიდან პირველ რიგში, ეს არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს ქმნის ქვეყანაში. კანონპროექტის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებისთვის ახალი კანონპროექტით ადმინისტრაციული ჯარიმები შემოდის. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუმცა მისი ამუშავების შემდეგ, თუ ამის საჭიროება გაჩნდება, შეიძლება მისი მოხდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივად დასჯადია ის ქმედება, რომლისთვისაც ახალი კანონპროექტით ადმინისტრაციული ჯარიმები შემოდის, თუმცა უფრო ეფექტიანი, ბიზნესსექტორთან მოხდა შეთანხმება იმაზე, რომ სამინისტრო ხვალვე პროაქტიურად გააცნობს მათ ინფორმაციას იმ ნივთიერებების შესახებ, რომელთა მონიტორინგის ვალდებულება ეკისრებათ კომპანიებს, რაც კანონმდებელთა აზრით, ბიზნესს მისცემს დროს იმისთვის, რომ შეისყიდონ შესაბამისი მონიტორინგის აპარატები.

სხდომაზე კომიტეტმა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ასევე განიხილა ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა და მწვანე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.


მაია ბითაძემ შეკრებილთ 2021-2024 წლების გეგმა გააცნო, რომლის განხორციელებასაც კომიტეტი, მთავრობასთან ერთად, გეგმავს იმისათვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებთან, ყველა იმ მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან, რომლის წევრი საქართველოს სახელმწიფოა.

კომიტეტის საქმიანობა ძირითადად ორი მიმართულებით წარიმართება - მწვანე ეკონომიკა და ქალაქსა და სოფელში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება.


მაია ბითაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ კი ახალი სამართლებრივი რეგულაციების შესაქმნელად პროცესში ბიზნეს სექტორიც ადრეულ ეტაპზევე ჩაერთვება.