მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძე: თბილისს შემოერთებულ სოფლებს გადაადგილებაზე თანაბარი წვდომა ექნება

5f478c7edc5f7
ინგა მურუსიძე
27.08.20 14:45
958
"თბილისს შემოერთებულ სოფლებს ექნება თანაბარი წვდომა გადაადგილებაზე", - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენი სატრანსპორტო გეგმის მიხედვით, საავტომობილო ქსელით დაიფარება ყველა უბანი, მათ შორი შემოერთებულ სოფლებს ექნება თანაბარი წვდომა გადაადგილებაზე და მათ აღარ დასჭირდებათ კერძო ავტომობილები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თავის მხრივ, პრეზენტაციაზე კახა კალაძემ თქვა, რომ მერია კერძო ავტომობილებს არ ებრძვის და უბრალოდ საგზაო სივრცის თანაბრად გადაადგილება ხდება. 

"მე ვერ ვიქნები მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი" - კახა კალაძე