მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძის თქმით, ბიზნესი იაზრებს რამდენად მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება

625eeadf16989
BM.GE
19.04.22 21:38
1000
სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მთელ საქართველოში მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

როგორც მაია ბითაძის აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული და ძვირად ღირებული პროცესია, ბიზნეს სექტორიც იაზრებს რამდენად მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს.  მან ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული საწარმოო პროცესის შედეგად დაბინძურებული ჰაერის კონტროლის პროცესში. 

„იმ პრიორიტეტებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მთელ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ერთი მხრივ, ასოცირების ხელშეკრულების დირექტივა იყო შესრულებული და მეორე მხრივ, მარტივად რომ ვთქვათ, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას და ჰაერს. ბუნებრივია ეს საკმაოდ რთული პროცესია, მათ შორის ბიზნესისთვის, ჩვენ ეს კარგად გვესმის, თუმცა დროში გაწერილი პროცედურების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საბოლოოდ ჰაერის ხარისხის სრული გაუმჯობესება. ასევე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბიზნეს სექტორის დამოკიდებულებას პროცესის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია, კარგია რომ ისინიც იაზრებენ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესის გამოსწორება და გაჯანსაღება“, -განაცხადა მაია ბითაძემ.

აღმიშნულ სხდომაზე, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა საწარმო კომპანიების მიერ თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟებისა და ელექტრონულ სისტემაში ჩართვის პროცესზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა:"გასულ წელს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ჰაერის შესახებ კანონში და სამართალდარღვევათა კოდექსში, რამაც გააჩინა საშუალება, რომ სავალდებულო გამხდარიყო მოთხოვნა იმ 85-მდე საწარმოსთვის, რომლებიც მსხვილ სამრეწველო ობიექტებად და ამავე დროს ჰაერის მთავარ დამბინძურებლად ითვლება“.

ცნობისთვის, სხდომას ესწრებოდნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საჯარო სექტორის, ბიზნეს ასოციაციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.