მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი - აუცილებელია შეზღუდვების მოხსნა მოხდეს ფრთხილად

5ea1b4f9e27ec
BM.GE
23.04.20 19:32
1078
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის პირობებში გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობაზე, რომელსაც მთავრობა ხვალ, 24 აპრილს, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას გაგვაცნობს.

„ხვალვე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რა ეტაპებით მოხდება შეზღუდვების მოხსნა. ბუნებრივია, შეზღუდვების მოხსნა არის დაგეგმილი და ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით. მთავრი წინაპირობა ამ შეზღუდვებისთვის არის ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების დინამიკის შენარჩუნება, არამედ ჩვენი ამოცანაა დაავადების შეჩერება საქართველოში. პირველი მთავარი წინაპირობა ამისთვის კი არის დინამიკის შენელება და შემთხვევევბის რაოდენობის კლება. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნის პროცესი უნდა მიყვეს ამ დინამიკას და აუცილებლად ასეც იქნება. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული შეზღუდვის მოხსნა გახდა შესაძლებელი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ისევე როგორც ეტაპობრივად ვაწესებდით შეზღუდვებს დაავადების გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია შეზღუდვების მოხსნა მოხდეს ფრთხილად, თანმიმდევრულად და მიზნობრივად, რათა ამ პროცესმა არ გამოიწვიოს დაავადების მეორე ტალღა.

„ეს არის ახლა მთავრი საზრუნავი ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც უკვე დაიწყო ან იწყებს გარკვეული შეზღუდვების მოსხნას. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გასცემს უკვე თავის რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ბუნებრივია, როგორც შეზღუდვების დაწესებისას და ეპიდემიის მრთვისას, ჩვენ შეზრუდვების მოხსნის თვალსაზრისითაც გავითვალისწინებთ როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ისე ეპიდემიოლოგების და სპეციალისტების რჩევებს. ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ შევანელოთ ვირუსის გავრცელება იმისთვის, რომ შევძლოთ ყველა შეზღუდვის კონტროლირებადი ეტაპობრივი მოხსნა, ნაბიჯ-ნაბიჯ ავამუშაოდ ის დარგები, რომელიც დღეს არის შეზრუდვების ქვეშ”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მოსახლეობას სახლში დარჩენა სთხოვა, იმისათვის, რომ არ გახანგრძლივდეს არსებული მდგომარეობა.

„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის, რომ მათი სახლში ყოფნის ამოცანა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ გარეთ. ისე, რომ მერე არ მოგვიწიოს ყველას ერთად ისევ სახლში დარჩენა სამწუხაროდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.