მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი - ბლოკპოსტები არ ნიშნავს ქალაქების საზღვრების დაკეტვას

5e824039374fd
BM.GE
30.03.20 23:10
840
როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთივე საკარანტინო რეჟიმზე როგორიც გვაქვს მარნეულში და ბოლნისში, სადაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება ან მასში შესვლა ეკრძალებათ მოქალაქეებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ საუბარია ბლოკპოსტებზე, რომლებიც იქნება განთავსებული შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი. ეს ბლოკპოსტები მოემსახურება პირველ რიგში, იმას რომ შემოწმდეს ხომ არ გადაადგილდებიან მოქალაქეები სამარშრუტო ტრანსპორტით ან იმ შეზღუდვის გვერდის ავლით რომელიც გულისხმობს რომ მანქანაში არ უნდა ისხდეს 3 ადამიანზე მეტი. გარდა ამისა, ამ ბლოკპოსტებზე უზრუნველყოფენ მოქალაქეთა თერმო სკრინინგს და სიცხის შემთხვევაში ის დროებით იქნება გადაყვანილი იქვე მოწყობილ სივრცეში, სადაც ექიმების კონსულტაციის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული მისი ტესტირების თაობაზე. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ რომ დიდი ქალაქები დავიცვათ შესაძლო ინფექციის, დავირუსებული ადამიანის შემოსვლისგან, რომ შემდგომში ის არ იქცეს ვირუსის შიდა გავრცელების არაიდენტიფიცირებულ წყაროდ.

"ბუნებრივია ჩვენ არ ვსაუბრობთ ქალაქების საზღვრების დაკეტვაზე, მაგრამ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ფრთხილად, რომ მაქსიმალურად გამოვავლინოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს სიცხე, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს კორონავირუსი და შესაბამისი სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, ექიმებთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება ასეთი ადამიანების ტესტირების, მკურნალობის და მათი შესაძლო კონტაქტების დადგენის და იდენტიფიცირების შესახებ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.