21.დეკემბერი .2020 23:10

მაია ცქიტიშვილი - მცხეთის მორატორიუმის გადავადება გვიწევს

მაია ცქიტიშვილი - მცხეთის მორატორიუმის გადავადება გვიწევს
views 772
უკან

მცხეთის მორატორიუმის გადავადება გვიწევს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ მცხეთის საკრებულო სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რა თქმა უნდა, მცხეთის მორატორიუმი პრობლემაა, რაც წლების განმავლობაშია დაგროვილი. სამწუხაროდ, პანდემიის გამო UNESCO-ს ექსპერტებმა, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ საექსპერტო შეფასების შედგენაში, ფიზიკურად ვერ შეძლეს ეს. ამიტომ, გვიწევს მორატორიუმის გადავადება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ უშუალოდ დაქირავებული კონტრაქტორი კომპანიის მიერ მომზადებულია მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა და ა.შ.

ყველა ეს დოკუმენტაცია იქნება წარდგენილი საკრებულოში, ხოლო მცხეთის საკრებული მიიღებს გადაწყვეტილებას. მესმის, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ბევრი სხვადასხვა ტიპის ინტერესი და იმედია, მცხეთის საკრებულო სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში მორატორიუმის შენარჩუნების ვალდებულება საქართველოს 2018 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით (42COM7B.24) განესაზღვრა. განსაკუთრებული რეჟიმი მცხეთის ურბანული განვითარებისა და მიწის პრივატიზების შესახებ ურბანული დაგეგმარების დოკუმენტაციის მიღებამდე და მონიტორინგის სისტემის დანერგვამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, მორატორიუმი 2019 წლის 31 დეკემბრამდე იყო გამოცხადებული, მოგვიანებით კიდევ გადავადდა, ხოლო ახლა ცნობილი გახდა, რომ ეს ვადა კიდევ გახანგძრლივდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა