29.ნოემბერი .2019 13:23

მაია ცქიტიშვილი - ოპოზიციური ძალების დესტრუქციული დღის წესრიგის ნაწილია პარლამენტიდან პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გატანა

უკან

იქ, სადაც კანონდარღვევაა, ყოველთვის ჩაერევა პოლიცია, ეს ხდება კანონის სრული დაცვით და არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟი არც პოლიტიკოსების და არც მედიის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა დღეს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს.

„გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, დაცულია და ყველა ჩვენს მოქალაქეს შეუძლია გამოთქვას აზრი ან პროტესტი სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციური ძალები მხოლოდ დესტრუქციული დღის წესრიგით მოქმედებენ. ამ სტრატეგიის ნაწილია პარლამენტის, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის, მუშაობისთვის ხელის შეშლა და პარლამენტიდან პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გატანა. მაშინ, როდესაც ხელოვნურად ხდება წარმოჩენა, თითქოს ესაა ფართო სახალხო პროტესტი და ამ ყველაფერ მოჰყვება ქმედებები, რომელიც კანონს არღვევს, რა თქმა უნდა, იქნება სამართლდამცავთა შესაბამისი რეაგირება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - იგრძნო თუ არა დისკომფორტი გუშინ, როცა მთავრობის სხდომაზე შეძახილების ფონზე შევიდა.

"რა თქმა უნდა არა, არ მქონდა არავითარი დისკომფორტი, იმიტომ რომ ძალიან კარგად მესმის და ვხედავ, რომ ყველა ეს აქცია არის ორგანიზებული და წარმართული ოპოზიციური პარტიების კონკრეტული წევრების მიერ, ეს არის მათი დღის წესრიგი, მათი ე.წ. პერფორმანსი და წარმოდგენა," - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა