მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი - რასაც ბატონი ბიძინა ამბობს, ყოველთვის სიმართლეა

5def7110d0bb8
ინგა მურუსიძე
10.12.19 14:20
1359
რასაც ბატონი ბიძინა ამბობს, ყოველთვის სიმართლეა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, სიმართლეა თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ასწლოვანი ხეების გადარგვით ისინი გადაშენებას გადაარჩინა.

„ხეების გადარგვა ხდებოდა იმისთვის, რომ გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა - დენდროლოგიური პარკი და რომელიც მათ შორის ძალიან მნიშნელოვანი ადგილი იქნება ტურიზმისთვის, ასევე რეგიონში კიდევ მეტი ტურისტის მოსაზიდად. რაც შეეხება ზიანის აღმოფხვრას, რაც კონკრეტული ხის ამოღების ადგილას მოხდა, მე იქ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ბევრი კადრი და მტკიცებულება მაქვს ნანახი იმისა, რომ იმ ადგილას, სადაც ხის ამოღება მოხდა, შესაბამისი ტექნოლოგიით და შესაბამის ვადაში მოხდა ამ ყველაფრის აღდგენა. იმ ადგილას, რა თქმა უნდა, ასწლოვანი ხე ვერ იქნება დარგული, მაგრამ გარემოსთვის ზიანის აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, ხდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ "ველურ ბუნებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან გიგანტური ხეები გადაარჩინა.