მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი - ვიზრუნებთ, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში

5e8220366665e
BM.GE
30.03.20 21:42
531
სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი. თქვენ დღეს ხედავთ როგორც მარნეულში, ისე ბოლნისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მოხალისეები და ბიზნესის წარმომადგენლები როგორ ზრუნავენ ყველაზე შეჭირვებულ ფენებზე, სოციალურად დაუცველებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო, ბიზნესსექტორი და მოხალისეები, ყოველდღიურად ზრუნავენ ადამიანებზე, რომელთაც გვერდში დგომა სჭირდებათ.

„ეს არის სოლიდარობის ის აქტი სახელმწიფოს, ბიზნესსექტორის და მოხალისეების მხრიდან. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.